კონსტრუქციული ინჟინერიის სფეროში ფართო გამოცდილება მოიცავს მეტალის კონსტრუქციების, ანაკრები ბეტონის სისტემებისა და მონოლითური რკინაბეტონის გადაწყვეტილებების პროექტირებას.
საინჟინრო მიდგომა ეფუძნება დეტალურ ანალიზსს, საერთაშორისო სტანდარტებს და ზუსტ BIM კოორდინაციას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტურ და რეალურად განხორციელებად კონსტრუქციებს.
SEG ქმნის ინტელექტუალურ მზიდ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხარს უჭერს არქიტექტურულ ხედვას და ამავდროულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და გრძელვადიან ექსპლუატაციას. ზუსტი კოორდინაცია და „დიზაინიდან კონსტრუქციამდე“ მიდგომა უზრუნველყოფს საიმედო მშენებლობასა და უწყვეტ მსვლელობას პროექტის ყველა ეტაპზე.
ფუნდამენტების, ფილების, კოჭების, სვეტებისა და კედლების პროექტირება
რკინაბეტონის მუშა ნახაზების დამუშავება
რკინაბეტონის განლაგების, ჭრილებისა და კვანძების მომზადება
საყალიბე გეგმებისა და რკინაბეტონის სპეციფიკაციების შედგენა
მეტალის კარკასებისა და კონსტრუქციული სისტემების პროექტირება
საერთო განლაგების ნახაზების (GA) შემუშავება
ჭანჭიკოვანი და შესადუღებული შეერთებების პროექტირება
არქიტექტურულ და MEP დისციპლინებთან კონსტრუქციული კოორდინაცია